ახალი ამბები
„უამრავი ასეთი ჰესია ევროპაში, მაგრამ გარემოს ზიანი არ ადგება“ – პრემიერი ნამახვანჰესზე
FaceBook
"ევროპაში უამრავი ქვეყანაა, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესები არის აშენებული და არავითარი ზიანი არ ადგება გარემოს"
– ასე პასუხობს ქვეყნის მეთაური რიონის ხეობის მცველებს.  მოხსენების შემდეგ, ნამახვანჰესზე დასმული შეკითხვაზე  პრემიერმა თქვა, რომ ისეთი პროექტის მშენებლობა, როგორიც არის ნამახვანი, ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტიაა.

"შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროპული პრაქტიკა, როგორიც არის შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, უამრავი ქვეყანა, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესები არის აშენებული და არავითარი ზიანი არ ადგება გარემოს.  რა თქმა უნდა, იმ პარამეტრების და წესების დაცვით ხდება ყველაფერი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუ ჩვენ გონივრულად არ გამოვიყენებთ ენერგორესურსებს, ჩვენ ვერ მივაღწევთ ენერგოდამოუკიდებლობას, რაც საბოლოო ჯამში გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე", – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხალხისთვის საჭირო ყველა პროექტს მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.

"საბჭოთა  კავშირის დანგრევის შემდეგ, ასეთი მასშტაბური პროექტი არ აშენებულა ქვეყანაში. ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე, ეს ჩემს დროს მოხდა. ვთქვით, რომ  9–12 თვე არ დაიწყება მისი მშენებლობა, მანამ, სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. ჩვენ არ გვაქვს გაზი, ნავთობი და სხვა ძვირფასი რესურსი, მაგრამ გვაქვს წყალი და ჰიდრორესურსები.   ყველა ის პროექტი, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ხალხისთვის, მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მთავრობისგან. ყველა პროტესტი უნდა იყოს გამოხატული კონსტიტუციურ ფარგლებში, დანარჩენი არის მიუღებელი", – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტებმა გუმათჰესთან  241–ე ღამე გაათენეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.