ჭიათურის სოფელ შუქრუთში მოსახლეობას,
220 დღიანი პროტესტის შემდეგ, ადგილობრივებსა და კომპანია
"ჯორჯიან მანგანეზს" შორის, 17
დღის წინ შეთანხმების მიუხედავად, კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
სწორედ, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო კომპენსაციების დროული
გაცემა თუმცა, ირკვევა , რომ მოსახლეობას კუთვნილი თანხა ჯერ არ
მიუღია. სამუშაოები კი ისევ გრძელდება.
შუქრუთის მკვიდრი ეთერ გაფრინაშვილი, რომელიც 220 დღე კომპანიის მიერ
შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებდა, ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელიც
კომპანიასა და ადგილობრივებს შორის დაიდო კონფიდენციალურია.
"ჩვენ გვქონდა სამი მთავარი მოთხოვნდა, ეს იყო სახელმწიფოს ჩართულობა
და ყურადღება, მეორე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს დასკვნა, მესამე სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ეს
ყველაფერი ეტაპობრივად გაწერილ ვადაში უნდა შესრულდეს. რა
ვადებაზე ან თანხაზე შევთანხმდით ამის თქმაც არ შემიძლია რადგან
დოკუმენტი არის კონფიდენციალური", - განმარტავს ეთერ
გაფრინდაშვილი.
შეთანხმების დატალებზე საუბრისგან თავს იკავებენ "ჯორჯიან
მარგანეზის" პრესსამსახურიც.
"მოლაპარაკება შედგა, ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარეობს
პროცესებიც, ხელშეკრულება კი კონფიდენციალურია და ვერ
ვისუბრებ".
შუქრუთელები 220 დღე "ჯორჯიან მაგრანეზი" მიერ სამუშაოების
წარმოებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ კომპანიის მიერ
წარმოებული შედეგად მათი სახლები იგრევა.
ადგილობრივების ნაწილს 25 დღე პირი ჰქონდათ ამოკერილი და შიმშილოდნენ.
შიმშილობის მეოცე დღეს ისინი თბილისში ამერიკის საელჩოსთან ჩავიდნენ
და კარავის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ
მისცა.
შუქრუთელების პროტესტი თბილისში ამერიკის
საელჩოსთან
პროტესტის 220-ე დღეს და მშრალი შიმშილის მეხუთე დღეს შუქრუთელებსა და
კომპანიას შორის მოლაპარაკება შედგა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ
არჩევანის უფლება, ესენია: ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული
მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას
შორის გაფორმებულ მემორანდუმში; ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის
შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას
იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის
"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა
ხელმოწერები.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართავდა და აქციას თბილისში ატარებდა. როგორც ისინი აცხადებდნენ,
კომპანიის საქმიანობის გამო საცხოვრებელი სახლები ენგრევათ. შპს
"ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
მასალის გამოყენების პირობები