სოფო კვარაცხელიას ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ფეხმძიმე ქალი
კლინიკაში თავისი ფეხით მივიდა და არ იციან თუ რამ გამოიწვია
ოპერაციის შემდეგ გართულებები.
ისინი, როგორც მკურნალი, ასევე იმ ექიმების დასჯას მოითხოვენ,
რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.
ფეხმძიმე ქალს ოპერაცია კლინიკა "ბომონდში" ჩაუტარდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ქალი გართულებებით მისმა
მეუღლემ შეიყვანა და მას თავიდანვე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა.
შესაბამისად, ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.
21 წლის ფეხმძიმე კლინიკა "ბომონდში'' 20 ივნისს გარდაიცვალა.
ექიმებმა მხოლოდ ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით
სოცოცხლის მოსპობას გულოსხმობს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები