ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა
FaceBook
2021 წლიდან ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები, თავშესაფარში ცხოვრების ხუთი წლის ნაცვლად, ორწლიანი უფლებით ისარგებლებენ.

მერიამ მათთან უკვე გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულებები. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ვადის ამოწურვის შემდეგ, მათი შენობიდან გაყვანას არ ნიშნავს, თუმცა, ახალი რეგულაციით, ყოველ ორ წელიწადში  ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობები გადამოწმებას დაექვემდებარება. დაჯამებული ქულების მიხედვით კი გადაწყდება დარჩებიან თუ არა ისინი საცხოვრისში.

ასეთ ხელშეკრულებას ხელი  ბენეფიციარებმა უკვე მოაწერეს, მათ შორის იმათაც, ვინც შენობაში 2019 წელს შეასახლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი ხუთწლიანი დათქმის ნაცვლად, ისინი შენობაში გარანტირებულად მხოლოდ ოთხი წელი იცხოვრებენ.

სოციალურ თავშესაფარში ცხოვრების ვადა მერიამ ხუთი წლიდან ორ წლამდე მიმდინარე წლის მარტში შეამცირა. მერიამ მიზეზად დოკუმენტებში ხარვეზი დაასახელა.

სოციალურ საცხოვრისში, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, 69 ოჯახი ცხოვრობს. შენობის მოწყობა ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა, მერიამ მაშინ რეალური ხარჯები დამალა. საკითხით საგამოძიებო უწყებებიც დაინტერესდნენ, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ბენეფიციარებისთვის გადაცემულ ფართებსა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ საერთო ფართს შორის სხვაობა იყო. საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა, კონკრეტული პირების ბრალეულობა ამ დრომე არ გამოკვეთილა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.