ქუთაისის საზოგადოებრივ
ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდას, "ქუთაისის
სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლები აკონტროლებენ.
პირველ ეტაპზე ავტობუსებში კომპანიის მხოლოდ ხუთი
წარმომადგენელია, რომლებიც სხვადასხვა ხაზზე არიან
გადანაწილებული. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კონტროლიორების
რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება და ყველა ავტობუსში იქნება
წარმომადგენელი, რომელიც მგზავრებს თანხის გადახდის შემდეგ სამგზავრო
ბილეთს გადასცემს.
პარალელურად, მუშაობს საბარათე
სისტემა და მგზავრები თანხას სპეციალურად დამონტაჟებული
ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით იხდიან.
ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა
მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში
ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც
ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში
ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან
ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ
თვითმმართველობას ჯერ არ დაუწყია.
მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის
ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა, რომელიც 10 წელი უნდა
იხადოს.
მასალის გამოყენების პირობები