19 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 229 906
აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 79 222 ადამიანი.
დღიურად აცრილია - 4232
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველოში ამჟამად სინოფარმის მეორე და სინოვაკის პირველი დოზით
მიმდინარეობს ვაქცინაცია. ასევე, ასტრაზენეკათი, ამ ვაქცინით აცრა 45+
ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში
შეიყვანა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge -
ს ან დარეკეთ ნომერზე 1522.
მასალის გამოყენების პირობები