სამტრედიაში სისსხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი 32 წლის გრიგოლ
ხონელიძე გარდაიცვალა.
მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა,
თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა
მიყენებული. ის ოპერაციის შემდეგ გარდაუცვალა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. გია ხუჭუას ოპერაცია
ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის
109-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები