იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 82
ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 388 პაციენტი მკურნალობს. მათგან 132
მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა 14 ადამიანი.
თვითიზოლაციაში 1 097.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 741 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 356 920-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ
შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 პისიარ ტესტით.
16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36
%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.
მასალის გამოყენების პირობები