ჭიათურაში გვიან ღამით, ,,გედების ტბაზე'' პატრულირების დროს
პოლიციამ შვიდი დაშავებული გედი იპოვა.
მათგან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.
"გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი
აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა. 50
წლის განმავლობაში, "გედების ტბაზე" მსგავსი რამ არ მომხდარა და
სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც
სამართალდამცველები დაადგენენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის
დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და
დასუფთავების სამსახური და სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება.
დაშავებულ გედს კი ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს", -
აღნიშნულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები