Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69,
ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 461, პირი, აჭარაში - 1 448, იმერეთში - 1 021.
მასალის გამოყენების პირობები