პირველი ივლისიდან აბონენტებს ,,ენერგო-პრო ჯოროჯიას'' ნაცვლად ახალი
კომპანია მოემსახურება.
სემეკის თავმჯდომარის დავით დარმანიას თქმით, რეგიონებთან ერთად
თბილისშიც ახალი კომპანია შედის.
რეგიონებში ელექტროენერგიას ,,ენერგო-პრო ჯორჯიას'' ნაცვლად "ეპ
ჯორჯია მიწოდება", თბილისში კი ,,თელასის'' ნაცვლად ,,თელმიკო''
მიაწვდის.
ნარმანიას თქმით, ფუნქციების გაყოფა ევროპული პრაქტიკაა, რომელიც
წარმატებით მუშაობს.
,,ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის
ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების
შესაბამისად",- განმარტავენ სემეკში.
მასალის გამოყენების პირობები