"წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი
წარუმატებელი მცდელობა", - ასე უპასუხა მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიას , რომელმაც
ქუთაისის მერია კორუფციაში დაადანაშაულა.
გიგა შუშანიას თქმით, მუნიციპალიტეტმა შპს "ქუთაისის
სატრანსპორტო კომპანიაში" აქტივისტები დაასაქმა და ბიუჯეტი ხელოვნურად
გაზარდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერიას ახლა იმაზე ძვირი
უჯდება მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვა, ვიდრე ეს მაშინ ხდებოდა,
როცა ქალაქს კერძო სატრანსპორტო კომპანიები ემსახურებოდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ პეტრე ადამიამ ქალაქში
განხორცილებეულ სატრანსპორტო რეფორმას გაუსვა ხაზი და მის
განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს ბოლო ათწლეულის განმავლობაში
ქალაქში ასებული მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა. დღეს როდესაც
ქალაქმა განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმა, როდესაც ქალაქში
გვაქვს მუნიციპალური სატრანსპორტო სერცისი, სადაც მოქალაქეებს აქვთ
შესაძლებლობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ სადაც ისინი
საერგებლობენ თანამედორვე ტიპის საგადასახადო სისტემით გაუგებარია
რატომ ისმის კითხვები განსაკუთრებით საკრებულოს წევრის მხრიდან,
რომელიც კარგად უნდა აანალიზებდეს მსგავსი ტიპის განხორციელების
მნიშვნელობას"
ადამაძემ ისიც აღნიშნა, რომ სადღეისოდ 8 ათასი მგზავრის ნაცვლად 30
ათასი მოქალაქე შეძლებს საშეღავათო სისტემით სარგებლობას.
"მსოფლიოში არ არსებობს სატრანსპორტო სისტემა. რომელიც არ არის
სუფსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოების მხრიდან არსებობდა
დაკვეთა ქალაქში გვყოლოდა ხარისხიანი სატრანსპორტო სერვისი.
შესაბამისად მსგავსი შემთხვევები არაობიექტურად წარმოაჩინონ რეფორმები
არის წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი
წარუმატებელი მცდელობა",- აღნიშნა ადამაძე.
ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8
თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ
ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები
დაუმონტაჟებია.
მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი
დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები