ახალი ამბები
"ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო კომპანიაში "ზონდერები" დაასაქმა"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია, ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" აქტივისტები დაასაქმა და ბიუჯეტი ხელოვნურად გაზარდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერიას ახლა იმაზე ძვირი უჯდება მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვა, ვიდრე ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქალაქს კერძო სატრანსპორტო კომპანიები ემსახურებოდნენ.

გიგა შუშანია დარწმუნებულია, რომ გაბერილი შტატებით და ხარჯებით თვითმმართველობა არჩევნებისთვის ემზადება.

"ქუთაისის მერიამ, ნაცვლად იმისა, რომ მიეხედა პანდემიის დროს დაზარალებული ქუთაისელებისთვის, არც ერთი თეთრი არ გამოყო მათ დასახმარებლად. როდესაც უმუშევრობა პიკს აღწევს და ეკონომიკა გაჩერებულია, ამ დროს ორი მილიონი დაუმატა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას და დაასაქმა ყველა ზონდერი, რომლებიც ხან კმაყოფილი მოქალაქეების როლს ასრულებდნენ "ქართული ოცნების" შეხვედრებზე და შემდეგ იგივე ხალხი ოპოზიციის შეხვედრებზე აღშფოთებული მოქალაქეების როლს თამაშობენ.

2 400 000 ლარი დაუჯდება ბიუჯეტს ამ უსაქმურების შენახვა. მაშინ, როცა არსებული ტარიფი ჰყოფნიდა, როგორც ძველი ავტობუსების შენახვას, მათ შორის კერძო კომპანიების მოგებას და ბიუჯეტშიც თანხა შემოდიოდა, გაუგებარია რატომ სჭირდება ახალ ავტობუსებს, რომლებსაც სამწლიანი გარანტია აქვს, ამდენი თანხა. რეალობა არის ის, რომ მოდის არჩევნები და ეს არის იდეალური საშუალება ფულის კეთების", - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

რატომ გაიზარდა სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი, მერიას ამ დრომდე არ უპასუხია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.