ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი სტუდენტებს ბილეთებზე 50%-იან
ფასდაკლებას სთავაზობს.
ამის შესახებ ინფორმაცია ლადო მესხიშვილის თეატრის ოფიციალურ გვერდზეა
გავრცელებული.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპექტაკლებზე დასწრების მსურველმა
სტუდენტებმა თეატრის სალაროსთან, სტუდენტური ბილეთის დამადასტურებელი
ქსეროასლი უნდა წარადგინონ, ერთ მოწმობაზე ერთი ბილეთი გაიცემა.
ფასდაკლება ვრცელდება როგორც დიდ, ასევე მცირე სცენაზე წარმოდგენილ
სპექტაკლებზე. აღნიშნული შეთავაზება არ მოქმედებს პრემიერებზე.
კორონაპანდემიის მიზეზით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ თეატრმა
მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში განაახლა.
ორი თვის განმავლობაში სამი პრემიერა წარმოადგინა. ელენე
მაცხონაშვილის ელისი საოცრებათა ქვეყანაში", კოტე აბაშიძის "თქვენო
უდიდებულესობავ" და რეზი ქაროსანიძის "ბუზები".
"კუ+კოკინას" პრემიერა მესხიშვილის თეატრში 26-27 ივნისსს გაიმართება,
"ბარდნალა" პრემირა - 28 ივნისს.
დასაწყისი 19 საათზე.
მასალის გამოყენების პირობები