ახალი ამბები
,,კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის "ნამახვანჰესის" გაჩერებას'' - ენკა
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ,,ენკას'' თქმით რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა.
კომპანია ,,ენკა'' სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმარა და აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან ტექნიკის დასაწყობება და სამუშაოების შეჩერება სიმართლეს არ შეესაბამება  

ისინი არ აპირებენ ქვეყნის დატოვებას და ,,ნამახვანჰესის'' გაჩერებას.

''სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის "ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", – ნათქვამია მათ განცხადებაში.

რიონის ხეობის მცველები დღეს, 12 ივნისს, ხელისუფლებისა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან.მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია. მანამდე ხეობის მცველები დღის წესრიგს არ ცვლიან და ყოველ საღამოს გუმათჰესთან "ხმაურის აქციას" ატარებენ.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 12 ივნისს აქტივისტებმა 229-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.