ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები 12 ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან
FaceBook
12 ივნისს, რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

აქტივისტებისთვის უცნობია ვინ დაესწრება შეხვედრას მთავრობის მხრიდან. იციან მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება ექვსკაციანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყებას, შეხვედრაზე მხარეები მხოლოდ პოზიციებს დააფიქსირებენ. ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათთვის დიალოგის წინაპირობა უცვლელია – ხეობა უნდა დატოვოს პოლიციამ და შეჩერდეს სამუშაოები.

"ექვსკაციანი შემადგენლობაა, მაგრამ კონკრეტულად ვინ წარმოადგენს ხელისუფლებას, არ ვიცით. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების ჩართულობით იწყება პროცესი, თუმცა, იმისთვის, რომ გადავიდეს მედიაციის ნაწილში, საჭიროა, რომ პირველი შეხვედრა გაიმართოს, სადაც ორივე მხარე თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებს და ამის შემდეგ გამოიკვეთება დაიწყება თუ არა მედიაცია. ჩვენ რა პირობებიც გვაქვს დაყენებული იცის საზოგადოებამ და ამ ნაწილში ვართ უკომპრომისოები. ეს პირობები ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს. ამიტომ,  ვნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამს თავად ხელისუფლება"
, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეხვედრა ნატახტარში, დილის 9 საათზე დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.