11 ივნისის მონაცემებით საქართველოში დღიურად აცრილია - 6083
ადამიანი.
ჯამურად ჩატარდა 197 114 აცრა.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 61 315 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველოში ამჟამად სინოფარმის მეორე და სინოვაკის პირველი დოზით
მიმდინარეობს ვაქცინაცია. ასევე, ასტრაზენეკათი, ამ ვაქცინით აცრა 45+
ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში
შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში კოვიდვაქცინის გასაკეთებელი სივრცე
შეიქმნება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა
ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქუთაისში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში
ასაცრელი სივრცე შეიქმნება.
მასალის გამოყენების პირობები