რიონის ხეობაში დაკავებულ დავით
ხუციშვილს მისი უფლებადამცველი უკვე შეხვდა.
ნორიკო მურღულიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს
ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.
დავით ხუციშვილი პოლიციამ 10 მაისს,
სამართალდამცველზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის
ბრალდებით დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით,
დაკავებული 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში,
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს
დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის
დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ირაკლი
მუკბანიანი დააკავა. მუკბანიანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები