ახალი ამბები
"ქუთაისმა გახსნის დღიდან დაამტკიცა, რომ არის ძალიან წარმატებული აეროპორტი" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
ქუთაისში, ოლიმპიური სატანდარების საცურაო აუზის მშენებლობის დაწყების ცერემონიალის დასწრების შემდეგ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი დაათვალიერა. 
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას. 

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გავხსენით ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. მოგეხსენებათ, ქუთაისმა გახსნის დღიდან დაამტკიცა, რომ არის ძალიან წარმატებული აეროპორტი. მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ეს აეროპორტი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით. კერძოდ, ის მეორე ადგილზეა. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა აგვეშენებინა ახალი ტერმინალი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, ექვსჯერ უფრო დიდი, ვიდრე პირველი ტერმინალი იყო, რაც საშუალებას მოგვცემთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი.

მინდა ასევე გითხრათ, რომ, ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემიიდან დროულად გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი სამუშაო ადგილებისა და ზოგადად ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილი ვანის არქეოლოგიური მუზეუმს დაათვალიერებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.