დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო
ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განახლდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის
მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად
მიმართონ ქორწინების სახლებს (სივრცეებს).
''წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის
იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ
სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს
პორტალზე –
my.gov.ge. ქორწინების
მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა)
სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ", - განმარტავენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და
ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 11 სექტემბრიდან შეჩერებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები