ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში უკანონო თევზჭერის ორი
ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური
ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ
ვარციხეში, მდინარე რიონზე, კაშხალთან 500-მეტრიან აკრძალულ ზონაში
ერთი მოქალაქე ანკესის, მეორე კი 150-მეტრიანი სახლართი ბადისა და
გასაბერი ნავის გამოყენებით თევზს იჭერდა.
ერთ-ერთ სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა ექვსი კილოგრამი შერეული
სახეობის თევზი.
"დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს უკანონოდ
მოპოვებული თევზი, თევზჭერის საშუალებები და ნავი ჩამოართვეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნება'',- ნათქვამია გარემოს დაცვის ზედმახედველობის
სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021
წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი
გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები