რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში10 ივნიის დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს, მარიონეტების თეატრში
გაიმართება, გამოსვენება კი ანჩისხატის ტაძრიდან 10 ივნისს, 15 საათზე
შედგება.
მწერალი, რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 6 ივნის 84
წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი თანაავტორობით 35-ზე მეტი ფილმი შეიქმნა, რომელთა შორისაა:
"არაჩვეულებრივი გამოფენა", "სერენადა", "არ დაიდარდო", "ქვევრი",
"ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო", "ქინ-ძა-ძა!" და სხვა.
ამ ფილმების უმეტესობა კინოსკლასიკადაა აღიარებული.
რეზო გაბრიაძე ავტორია წიგნების „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“ და
ა.შ.
რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის
შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი
იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა,
რომელიც თბილისში, თეატრის პირველი სპექტაკლი "ალფრედი და ვიოლეტა"
იყო. რეზო გაბრაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი,
მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი გახლდათ.
2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში
მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი
ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის
ხელითაა მოხატული.
რეზო გაბრიაძე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და
ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის
ლაურეატი; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია; ლაურეატი პრემიებისა: "ნიკა",
"ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", და ცარსკოე სელოს
პრემიისა.
მასალის გამოყენების პირობები