2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4
მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.
ეს მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის
მონაცემებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ
დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს
მიაღწია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი -
11% (2,258,486 ბოთლი), ლიეტუვა - 63% (439,494 ბოთლი), აშშ - 26%
(402,942 ბოთლი), ესტონეთი - 3% (258,640 ბოთლი) და გერმანია - 23%
(314,703 ბოთლი).
ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 6%
(4,162,515 ბოთლი), კანადა - 54% (118,006 ბოთლი), ყაზახეთი - 80%
(1,368,220 ბოთლი), რუსეთი - 17% (22,421,656 ბოთლი), ისრაელი - 95%
(236,996 ბოთლი), აზერბაიჯანი - 41% (115,247 ბოთლი), მონღოლეთი -
600% (232,920 ბოთლი), ჩეხეთი - 900% (52,956 ბოთლი), თურქეთი - 324%
(61,110 ბოთლი), შვედეთი - 20% (48,836 ბოთლი) და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი - 22,421,656 (ზრდა 17%),
უკრაინა - ზრდა 6% (4,162,515ბოთლი), პოლონეთი - 2,258,486 (ზრდა
11%), ჩინეთი - 1,864,351 ბოთლი (კლება 3%) და ყაზახეთი - 1,368,220
(ზრდა 80%).
აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ხუთ თვეში,
საქართველოდან ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 209
ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები,
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3%-ით და 23 მლნ
აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 567 ათას
აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 30%-ია.
მასალის გამოყენების პირობები