ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღის
შეწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,სოკარგაზ ჯორჯია'' ავრცელებს.
აბონენტებისთვის ბუნებრივი აირი 9 ივნისს 10:00 საათიდან შეწყდება და
11 ივნისს 10:00 საათზე აღდგება.
,,სოკარგაზ ჯორჯიაში'' განმარტავენ, რომ გაზმომარაგება სარემონტო
საექსპლუატაციო სამუშაოების გამო შეწყდება.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ
მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და
უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
მასალის გამოყენების პირობები