ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის
პროგრამების განხორციელებისთვის სულ 945 ათასი ლარი გამოიყო.
აქედან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას 240 ათასი ლარი
მოხმარდება, ხოლო სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში,
სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე, გადახდისუუნარო პირებისათვის
სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის 500 ათასი ლარია
განსაზღვრული.
22 000 ათასი ლარით განისაზღვრა ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის
ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის პროგრამა.
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და
სოციალური პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტად
დასახელდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების
განხორციელებისთვის სულ 3 614 000 ლარია განსაზღვრული. აქედან თანხის
უმეტესი
ნაწილი
2 839 000 ლარი,
სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების პროგრამების განხორციელებას
მოხმარდება.
ქუთასის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გასულ კვირას
დაასრულა.
საერთო ჯამში, ბიუჯეტი 47, 713 700 ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები