ქუთაისში მეტალურგიულ
ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, იგი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მას ამწემ
გადაუარა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება
სსკ-ის 240 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარებს, რაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგის გამოიწვევას
გულისხმობს.
ამ ეტაპზე, რა ვითარებაში გადმოვარდა სიმაღლიდან მამაკაცი უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები