პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოს
მასშტაბით კორონავირუსით 172 მილიონი ადამიანია
ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 154 მილიონი
ადამიანი.
ვირუსს მსოფლიოში 3 700 000-ზე მეტი
ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად ვირუსს 13 500 000 ადამიანი
ებრძვის.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე
მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ხუთეულში მეორე ადგილზეა
ინდოეთი, მესამეზე - ბრაზილია, მეოთხეზე - საფრანგეთი, მეხუთეზე-
თურქეთი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ინფორმაციით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით
დაინფიცირების დაახლოებით 3 500 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15%
და 7%-ით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები