14 აპრილს ბათუმში დაკავებული შვიდივე პირი, რომლებსაც პროკურატურა
ჯგუფურ ძალადობას ედავება, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში
დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილება დაკავებულების მხარდამჭერებმა
გააპროტესტეს.
ისინი ავტომანქანებს, რომლებითაც პატიმრებს იზოლატორში აბრუნებდნენ,
გზაზე გადაუდგნენ და არ ატარებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მანამდე დაპირისპირება მხარდამჭერებსა და მანდატურებს შორის
ბანერის გამო მოხდა, თუმცა, მხარდამჭერებმა
ბანერის გაშლა მაინც მოახერხეს.
ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე შვიდი პირი, რომლებიც ბათუმიდან
ჩამოვიდნენ,
პოლიციამ 14 აპრილს, ბათუმში, საკუთარ
საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები