„თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ სახელწოდების ბანერის გაშლას
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური მოყვა.
დაპირისპირება ბათუმელი სპორტსმენების ახლობლებსა და მანდატურებს
შორის მოხდა.
დაკავებულების ოჯახოს წევრებს სასამართლოს ეზოში ბანერის გაშლა
სურდათ, რის უფლებასაც მათ მანდატურები არ აძლვდნენ.
მათი თქმით, შვიდი ახალგაზრდა უკანონოდაა დაკავებული და მათ
მხარდასაჭერად შეირკიბნენ.
მოგვიანებით მათ ბანერის გაშლა შეძლეს. საქალაქო სასამართლოში პროცესი
ამ წუთებშიც მიმდონაროებს.
ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი, რომლებიც ბათუმიდან
ჩამოვიდნენ, პოლიციამ 14 აპრილს, ბათუმში,
საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაში ბათუმიდან ჩასული ექვსი პირი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები