"საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო" აუდიტის სამსახურს მოუწოდებს
შეისწავლოს ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იმ კომპანიის
საქმიანობა, რომელიც ქალაქში პარკირებას აწესრიგებს.
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე
სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს. მეორეს მხრივ, მიიჩნევს,
რომ ქუთაისის მერიამ შპს უნდა გააუქმოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია,
რომელმაც დეტალურად შეისწავლა შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობა,
თვლის, რომ მისი მუშაობა არაეფექტურია. გარდა იმისა, რომ ქალაქის
ცენტრალურ ქუჩებში პარკირება კვლავ პრობლემას წარმოადგენს,
"პარკინგსერვისი" შემოსული თანხით მერიას იჯარასაც ვერ უხდის,
რის გამოც მას წლების განმავლობაში სოლიდური დავალიანება
დაუგროვდა.
კომპანია შექმნის დღიდან ვერც
ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის
მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამ დროისთვის
შპს-ში 35 ადამიანია დასაქმებული. პარკირება ქუთაისის ცენტრალურ
ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება. მიღებული შემოსავლით შპს-ს უნდა
გადაეხადა იჯარის საფასური მუნიციპალური ქონებისთვის, რასაც ის
შექმნის დღიდან ვერ ახერხებს.
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს" მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა
უნდა გააუქმოს შპს "პარკინგსერვისი" და იზრუნოს პარკირების სერვისის
ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე. მოვუწოდებთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს როგორც შპს
"პარკინგსერვისის" საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის
ურთიერთობა, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი
საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს", - ნათქვამია
კვლევაში.
შპს "პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიამ 2015 წელს დააფუძნა. კომპანიის
გაუქმებას, მისი არაეფექტური მუშაობის გამო, ითხოვდა
ოპოზიციაც.
მასალის გამოყენების პირობები