პოლიციამ გუმათში„ ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილე,
ერთი ადამიანი დააკავა.
შსს-ს ცნობით დაკავებულ ი. მ -ს ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ
საპროტესტო აქციაზე პოლიციელისზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა
ედება ბრალად.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ბრალდებული სოფელ საყულიაში დააკავეს. დაკავების დროს პოლიციის
თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა
მაცხოვრებლებმა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით.
რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. უკვე ერთი კვირაა გუმათჰესთან
ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელებით აბრახუნებენ. მათ
ბლოკირებული აქვთ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა და ჰესის მშენებელი
კომპანიის ავტომანქანებს არ ატარებენ. გუშინ აქტივისტებმა 217-ე ღამე
გაათენეს კარვებში.
31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა,
რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული
იქნება წყლის ჭავლი და გაზი. რიონის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების
დროს 9 ადამიანი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები