ახალი ამბები
შუქრუთელების პროტესტი ღია ცის ქვეშ - მოშიმშილეებს პოლიციამ კარვების გაშლის უფლება არ მისცა
FaceBook
შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებმაც ჭიათურიდან თბილისში,  ამერიკის საელჩოსთან გადაინაცვლეს, ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. 


შუქრუთიდან დედაქალაქში რვა პირამოკერილი ადამიანი  მას შემდეგ ჩავიდა, რაც ოცდღიანი პროტესტის უკიდურესი ფორმა - პირისამოკერვა,  ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისთვის შეუმჩნეველი დარჩა.   

შუქრუთელები თბილისში 30  მაისს ჩავიდნენ და  კარვების გაშლა სურდათ, თუმცა პოლიციამ  ამის უფლება ქალაქის იერსახის დამახინჯების მიზეზით არ მისცა. შესაბამისად, ისინი  პროტესტს ღია ცის ქვე აგრძელებენ.   

"ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ ხელისუფლებას. არც ცენტრალური ხელისუფლება, არც ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი სახლები მიწასთან სწორდება, კომპანია ჯორჯიან მანგანეზს კი არ უნდა პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე და ცდილობს, კორუფციულ გარიგებებში შემოვიდეს ჩვენთან. ვინც ხმა ამოვიღეთ ჩვენი სახლების და ოჯახების დასაცავად, საქმეები აღძრეს. 20 დღეა, პირი გვაქვს ამოკერილი და არავინ დაინტერესებულა არც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, არც ოჯახების მდგომარეობით. გვინდა, მივმართოთ ქალბატონ კელი დეგნანს. ჩვენც ადამიანები ვართ. პოლიტიკოსებს მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით, სხვა დროს არავინ კითხულობს ჩვენს მდგომარეობას", - ამბობს შუქრუთიდან თბილისში ჩასული მოშიმშილეები.

პარალალეურად შუქრუთში 105 დღეა პროტესტი არ წყდება.  

ჯანო ლაბაძე შუქრუთიდანაა და მასაც  ერთადერთი საცხოვრებელი სახლი კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზმა" დაუზიანა. უკვე 105 დღეა თანასოფლელებთან ერთად კოროხნარის მაღაროსთან კარვი აქვს გაშლილი და ყურადღების მიქცევას ითხოვს. 

"ეს პროცესი მანამ არ გაჩერდება სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ'',-  ამბობს ის ჯანო ლაბაძე.

ლაბაძის თქმით, მოშიმშილეებს პოლიციამ აშშ-ის საელჩოსთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა, მიზეზად კი ქალაქის იერსახის შელახვა დაასახელეს.

ჭიათურაში 105 დღეა ადგილობრივები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღებას ითხოვენ.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, სამ თვეზე მეტია აპროტესტებენ. ორის კვირის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.