პირველი ივნისიდან რეგულაციების
შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.
ხვალიდან კვების ობიექტებს შაბათ-კვირასაც შეეძლებათ სტუმრების
დახურულ სივრცეში მიღება. ძალაში რჩება აკრძალვა სოციალური
ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით.
პირველი ივნისიდან რეგულაციების
შემსუბუქება ეხება ქვეყნის საზღვრებსაც. იხსნება საქართველოს
სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა, დამატებით 7 ქვეყნის
წარმომადგენლებს შეეძლებათ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება
სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე პისიარ
უარყოფითი ტესტის პასუხით.
ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში
განახლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში
კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის
სერვისი.
ძალაში რჩება 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე
დაწესებული შეზღუდვა.
მასალის გამოყენების პირობები