ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე ("მზეჭაბუკი"-ს მონუმენტის
ირგვლივ) სკვერის მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს
აცხადებს.
ტენდერი 166`715 ლარის ღირებულებისაა.
წინადადებების მიღება იწყება 5 ივნისს და 8 ივნისს სრულდება.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 75
(სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე.
ქანდაკების ავტორი მერაბ ბერძენიშვილია. მონუმენტი „დიდების“
მემორიალის ერთ-ერთი ფრაგმენტია. მემორიალი 2009 წელს დაანგრიეს.
მასალის გამოყენების პირობები