ახალი ამბები
"ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი'' - მეუფე სპირიდონი მაკა სულაძეზე
FaceBook
სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა, თავის ქადაგებაში რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველზე მაკა სულაძეზე ისაუბრა.
ეპისკოპოსი მაკა სულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აქტივისტმა თქვა, რომ თბილისში მსვლელობაში ჯვრით მონაწილეობას არ მიიღებდა, ამის მიზეზად კი სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის უხერხული სიტუაციის არშექმნა დაასახელა.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონის შეფასებით მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი.

"არ ვიცი, რით მოხდა ეს უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნობით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ ჯვრის ძალა იქნა დაგმობილი და ასეთი რამე იქნა ნათქვამი, რომ სხვებს არ ეწყინოთო, მე ამ სიმბოლოს ჯვარს აღარ ვატარებო. ჯვარი სიმბოლო არ არის, ჯვარი ღვთის ძალაა, გამარჯვების და ძლევის იარაღი და როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, ვიღაცას არ ეწყინოს და აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ უარს გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

მთავარეპისკოპოსის თქმით, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, საჯაროდ უნდა იქნას გამონათქვამი "შენანებული".

რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძეს თბილისში 26 მაისს გამართულ აქციაზე ჯვრით მონაწილეობა არ მიუღია. მაკა სულაძე ვაზის ჯვარს ხელით მთელი პროტესტის განმავლობაში ატარებდა.

"მე დღეს იმ ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის ასე დარჩება. ის არა მარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და სულკურთხეული დედის სიმბოლოა. მაგრამ თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. ამიტომ გადავწყვიტე. თბილისი მრავალეროვანი ქალაქია. დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის. მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მათ უხერხულობას", - განაცხადა 26 მაისს თბილისში გამართულ აქციაზე მაკა სულაძემ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები საპროტესტო აქციას თბილისში 23 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ.

რიონის ხეობაში 215 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.