რიონის ხეობაში დილიდან პოლიციის
მობილიზებაა.
დღეს ხეობაში წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა. სამართალდამცველებს
ისევ აღმართული აქვთ რკინის ბარიკადები და აქტივისტებს ნამოხვანის
მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ხეობის მცველები მთელი ღამის განმავლობაში თავიანთ პროტესტს
ბარიკადებზე ხელების ბრახუნით გამოხატავდნენ.
აქტივისტები ახლა კომპანია
"ენკას" ბაზასთან იმყოფებიან. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ
ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოყვა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცვლებს და კომპანიის თანამშრომლებს
შეძახილებით ხვდებიან. ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეზღუდვა
შეეხება მხოლოდ კომპანიის ტექნიკას, სხვა ავტომობილები უპრობლემოდ
გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე მათი
მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები
საპროტესტო აქციას თბილისში
23 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ.
ხეობის მცველები პროტესტის თავდაპირველ ადგილზე გუშინ,
26 მაისს დაბრუნდნენ, რომლებსაც
გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი
დახვდათ.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან
დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლეს.
24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის
თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.
ამის შემდეგ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა და
აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ თუ მათი
მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ხეობის მცველები ითხოვენ:
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული
ხელშეკრულება;
კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება
გადაეცა რიონის ხეობაში;
გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის
მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ
ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან
დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო
უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები