წყალტუბოში საბჭოთა დროს აშენებულ
საკურორტო დანიშნულების ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსი მიენიჭა.
სტატუსის მატარებელი იქნება ხუთი სანატორიუმი: "ივერია",
"გელათი", "იმერეთი", "მედეა" და "მეტალურგი". ასევე,
კულტურულ მემკვიდრეობას უკვე წარმოადგენს წყალტუბოს №6 წყაროს
შენობა, №8 აბაზანა და რკინიგზის შენობა.
წყალტუბოს აღორძინების გეგმა ბიძინა ივანიშვილმა
2019 წელს დააანონსა, თუმცა, წელიწადნახევრის
შემდეგ, არც გეგმაა და არც აღორძინებული ქალაქი.
22 მიტოვებული სასტუმრო და 9 აბანო
ისევ მეპატრონის მოლოდინშია.
მასალის გამოყენების პირობები