ახალი ამბები
კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს - ნათია თურნავა
FaceBook
ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ,
- ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა.

„პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუაბრია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე არკვეული განმარტებების საგანი - სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როცა საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, ჩართულობით და არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით.

ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ბევრი მითი და ჩვენ ვცდილობთ და თავად ინვესტორი კომპანია, რომ ეს მითები გააქარწყლოს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შევქმენით რამდენიმე კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში და კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელი არის სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა თურნავამ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველებმა მათ მთავარ მოთხოვებთან ერთად,  ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოთვნების შესრულებისსკენ.   
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.