ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და
დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის,
პროტესტის გამოხატვის თავისუფლება,
აქციების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციასთან
დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც
ხდება.
"ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და
დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს
გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის
თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის
აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება, - განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
თბილისში, რესპუბიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“
მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები