ახალი ამბები
"წამზომი ჩაირთო" - ხეობის მცველები ხელისუფლებას დროს ხვალ 12 საათამდე აძლევენ
FaceBook
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები, ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად  დროს ხვალამდე აძლევენ.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით,, თუ ხვალ, 24 მაისის 12 საათამდე ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, ისინი ქალაქის პიკეტირებას მოახდენენ.
"ხვალ 12 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, გადაწყვეტილება მათზეა.  ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ჩვენი ბრძოლა იქნება მიყვანილი ბოლომდე. თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული,  ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. წამზომი ჩართულია",  - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

209 დღის შემდეგ, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადაინაცვლა. რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ და მათ მოთხოვნებს აჟღერებენ.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის  განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 209 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ. გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული ბარიკადები ამ დრომდე არ მოუხსნიათ. ​ ჩაიშალა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ორი მცდელობაც, რის შემდეგაც ხეობის მცველებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დაგეგმეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.