ქუთაისში მაღაზიათა ქსელ "დეილის" ფილიალი გაქურდეს.
ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ქურდობა გუშინ გვიან ღამით, კომენდანტის
საათის დროს მოხდა. ქურდებმა მაღაზიის კარი გატეხეს და ამ
ფორმით მოახერხეს შესვლა.
მათ სიგარეტი და სასმელები წაიღეს. მაღაზიის თანამშრომლის თქმით,
ქურდობის შემთხვევა გახშირებულია.
ქითაისში, მიმდინარე კვირას ქურდობის უკვე მესამე
შემთხვევაა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა
გაუარესებულია და უკვე სახლების გატეხვის შიშიც აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები