პოლონეთის
სახელმწიფომ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონში" 140 ათასი
ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ტჩევს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის სფეროებია: მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება. ასევე,
ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ორგანიზება, სოციალური
უზრუნველყოფა და შშმ პირების დახმარება. შეხვედრას იმერეთში
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე
პაატა ნადირაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ
თუთარაშვილი, ქალაქ ტჩევის მერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლონური მხარის ვიზიტის ერთ–ერთ მიზანს ასევე, სარეაბილიტაციო
ცენტრში განხორციელებული სოციალური პროექტის შემაჯამებელი საქმიანობა
წარმოადგენდა. პოლონეთის სახელმწიფომ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო
ცენტრ "ორიონში" 140 ათასი ევროს ღირებულების ინვესტიცია
განახორციელა.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრში თანამედროვე ტექნოლოგიებით
აღჭურვილი თერაპიული კაბინეტები, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები
და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები ამოქმედდა. პოლონეთის
სახელმწიფომ მსგავსი მასშტაბის სოციალური პროექტი საქართველოში
პირველად განახორციელა.
შეხვედრის ბოლოს ტჩევის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის
ხელმძღვანელს საპატიო ზესტაფონელი – ს სტატუსი მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები