წინასწარი მონაცემებით, 6 დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა
იმერეთის რეგიონს 7 მილიონი ლარის ზარალი მოუტანა.
როგორც იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ხელისუფლება ყველაფერს
გააკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ.
"გადაუღებელმა წვიმებმა იმერეთის რეგიონში შემავალი 12 მუნიციპალიტეტი
დააზიანა, აქედან ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში მცირე ზარალი მოჰყვა
სტიქიას, თუმცა დანარჩენი ცხრა მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა.
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახელოებას
მაქსიმალურად აუნაზღაურდეს ზარალი," - ამბობს პაატა ნადირაძე
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული
ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია.
ექვსდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად იმერეთის რეგიონში მიყენებულ
ზარალის ზუსტ რაოდენობას ამ დრომდე ითვლიან, რომელიც უახლოეს დღეებში
გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები