ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის
აალების საფრთხე აღკვეთეს.
112-ში შესული ინფორმაციის შესაბამისად, გუგუნავას
ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი
რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების
დახმარება.
"შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან
ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად მოხდა და
აალების საფრთხე აღკვეთეს. ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის
აღმოფხვრილი", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები