TDI საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მოუწოდებს, დაუყონებლივ გამოიძიოს
7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი
ვაჩიბერაძეზე მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი.
"მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა
და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.
ხელისუფლება თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების
მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის
ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი
ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის.
გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს
საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ
გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე
მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური
საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე
ძალადობის შემთხვევა.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც
რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა,
ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება",
- ნათქვამია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების
ინსტიტუტის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ ინტერვიუსთვის
მისულ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს მეუფე ანტონი აგრესიით დახვდა და
მოუწოდებდა ადგილი დაეტოვებინა.
მასალის გამოყენების პირობები