სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია
წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი,
დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები