13:46 / 01.05.2021
2">
ქუთაისის ტრადიციული დღესასწაული
"გვირილობა" წელსაც მინიმალური პროგრამით ჩატარდება.
კორონავირუსის პანდემიის
გამო, ქალაქში ძირითადად, გამოფენები და მცირე მასშტაბის
პერფორმანსებია დაგეგმილი.
2 მაისს, ქალაქის
ტრადიციული დალოცვის რიტუალი ჩატარდება ბაგრატის ტაძარში.
ლოცვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე აღავლენს. 12
საათიდან გაიმართება ფოტოგამოფენები, სადაც წარმოდგენილი
იქნება ქუთაისელი მხატვრების ფოტოები ქუთაისის შესახებ, ასევე,
გამოიფინება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. 13
საათზე დაგეგმილია სამი ოთარის ძეგლის ტრადიციული პატივგება და
"გიმნაზისტკების" პერფორმანსი. ღონისძიებების უმრავლესობა ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში გაიმართება.
სამ მაისს
ღონისძიებები არ ჩატარდება. ოთხი მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, ასევე,
შეზღუდვის პირობებში გაიმართება თოჯინების თეატრის
სპექტაკლი, ნიღბების თეატრის წარმოდგენა, ყვავილებისა და
ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, წიგნების ფესტივალი და
ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი. 8-12 მაისს კი
ქალაქი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს
უმასპინძლებს.
რა უჯდება ქალაქის
ბიუჯეტს პანდემიის პირობებში გვირილობის აღნიშვნა, მერია ხარჯებს
არ ასაჯაროებს.
მასალის გამოყენების პირობები