ქუთაისის მუნიციპალური
ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება არ იცვლება და მოქალაქეებს
გადაადგილება კვლავ 40 თეთრად შეეძლებათ.
ამასთანავე, შემუშავდა საშეღავათო
სისტემა, რომლის მიხედვითაც ჯამში 28 000 ადამიანს სრულად, ან
ნაწილობრივ დაუფინანსდება მგზავრობა.
მუნიციპალური ავტობუსებით
მგზავრობა დაუფინანსდება: შშმ პირებს, მეორე მსოფლიო ომისა და
სამხედრო ძალების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, აუტიზმის სპექტრის
დარღვევის მქონე პირებს, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა და
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ჩერნობილის ავარიის
შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს, მადლიერების სახლის
ბენეფიციარებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა
სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 ქულას.
მხოლოდ 20 თეთრს
გადაიხდიან საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ავტორიზებული
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები
და ვეტერანის მოწმობის სტატუსის ან მასთან გათანაბრებული
დოკუმენტის მქონე პირები.
მუნიციპალურ ავტობუსებში
გადახდის სისტემის დანერგვა მაისში უნდა დასრულდეს.
რა უჯდება ბიუჯეტს
საშეღავათო სისტემა და ავტობუსების ექსპლოატაციის ხარჯი, მერიაში არ
იციან. ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ხარჯების დათვლა
ახლა მიმდინარეობს.
ქუთაისში ახალი ავტობუსები
მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან შემოიყვანეს. მუნიციპალური
ტრანსპორტისთვის ქალაქის ხელისუფლებამ 6 814 618 ევრო ვალის
სახით აიღო, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
მასალის გამოყენების პირობები