რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია
,,ენკა“ სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
რიონის ხეობის მცველის, ვარლამ
გოლეთიანის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება
მიიღო.
,,კანონმდებლობის შესაბამისად,
სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გაამტყუნა კომპანია "ენკა",
რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით აწარმოებდა პროცესებს ხეობაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას სამინისტრო და ჩინოსნები მუდმივად
ადვოკატირებას უწევდნენ და ამართლებდნენ, თუმცა, დღეს სასამართლოზე
დამტკიცდა რომ ასე არ არის“, - აღნიშნა ვარლამ
გოლეთიანმა.
სასამართლომ "ენკას" საქმეზე
გადაწყვეტილება მესამე პროცესზე მიიღო. კომპანიის წარმომადგენელი არც
ერთ სხდომას არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები