28 აპრილს პარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენს.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის
ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის"
ფორმატში ჯანდაცვის მინისტრისთვის 13 აპრილს უნდა მოესმინათ, თუმცა
მინისტრის წერილის საფუძველზე ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა მომავალი
სასესიო კვირისთვის გადაიდო და 28 აპრილს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები